კადრები პაკისტანში სამგზავრო თვიმფრინავის კატასტროფის ადგილიდან (ვიდეო)

სხვადასხვა ქვეყნების საინფორმაციო საგენტოები იუწყებიან, რომ ყარაჩში კატასტროფა განიცადა “პაკისტანის ავიახაზების” თვითმფრინავმა

წინასწარი მონაცემებით, სამგზავრო ლაინერი Airbus A-320 შიდა, ლახორა-ყარაჩის რეისს ასრულებდა. სხვადასხვა წყაროს მიხედვით ბორტზე 90-დან 120-მდე კაცი იმყოფებოდა. ბრიტანეთის სამოქალაქო ავიაციის თანახმად ბორტზე 91 მგზავრი იყო – 85 ეკონომ-კლასის , 6 კი ბიზნეს-კლასის სალონში. “პაკისტანის ავიახაზებმა დაადასტურა, რომ ჩამოვარდნილი თვითმფრინავი მათ ეკუთვნის.

ლაინერთან კავშირი დაჯდომამდე ერთი წუთით ადრე შეწყდა, და იგი მაშინვე დაეცა საცხოვრებელი კვარტლებზე. მსხვერპლის რაოდენობის შესახებ ჯერ არაფერია ცნობილი

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად