კადიროვს ჩეჩნეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი გზის მშენებლობის დაწყება სურს

ჩეჩნეთის მეთაურს, რამზან კადიროვს ჩეჩნეთიდან საქართველოში პირდაპირი გზის მშენებლობის დაწყება სურს, ამის შესახებ ინფორმაციას რუსული სააგენტო ТАСС -ი ავრცელებს

“ჩეჩნური სოფლის, უტუმ-კალიდან საქართველომდე 40-50 წუთის გზაა, სადაც ადრე გზა გვქონდა. თუ ამ გზას გავხსნით, საქართველოს გავლით თურქეთში მოვხვდებით, შემდეგ კი ევროპაში ჩადიხარ. ეს ჩრდილოეთ კავკასიისთვის მნიშვნელოვანი გზაა, ასევე რკინიგზაც. ვფიქრობ, უახლოეს მომავალში ეს გზა უნდა გავხსნათ”- განაცხადა რამზან კადიროვმა.

გამოცემის ინფორმაციით, გზის მშენებლობა რომელზეც კადიროვი საუბრობს, ჩეჩნეთის მაღალმთიან იტუმ-კალის რაიონი ახმეტის მუნიციპალიტეტს უნდა დაკავშირებოდა. თუმცა, 1998 წელს ქართულმა მხარემ ამ გზის მშენებლობა “გაყინა”.

კადიროვის თქმით, გზის მშენებლობის შესახებ განცხადება ფედერალურ ცენტრში უნდა შეიტანონ. “ეს არ ნიშნავს იმას, რომ თუ ამ საკითხს დღეს წამოვწევთ, ეს საკითხი ხვალ გადაიჭრება. ჩვენ ვამბობთ, რომ არის საჭიროება და სურვილი. შემდგომში კი ტექნიკური მუშაკები შეიმუშავებენ პროექტს, რომელსაც წარუდგენენ რუსეთის ფედერაციის ტრანსპორტის სამინისტროს, მთავრობასა და ქვეყნის პრეზიდენტს, იმისთვის რომ კომფორტი შეუქმნათ მგზავრებს” – დასძინა კადიროვმა.

ამ დროისთვის, რუსეთთან საქართველოს სახმელეთო საზღვარზე ერთადერთი მოქმედი საგუშაგო  “ყაზბეგი-ზემო ლარსის” გამშვები პუნქტია – ნათქვამია გამოცემის ინფორმაციაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად