კადიროვი: თუ სირიიდან ბოევიკები ჩრდილოეთ კავკასიაში შემოვლენ, ჩეჩნეთი უსაფრთხოებას უზრუნველყოფს

თუკი სირიიდან ბოევიკები ჩრდილოეთ კავკასიაში დაიწყებენ შემოსვლას, ჩეჩნეთი მზად არის, რეგიონისთვის უსაფრთხოება უზრუნველყოს, – ამის შესახებ რამზან კადიროვმა განაცხადა.

ჩეჩნეთის ლიდერის თქმით, ამ მიზნისთვის რესპუბლიკაში უკვე შექმნილია სპეციალური დანაყოფები.

„ჩვენ ისეთები აღარ ვართ, როგორებიც 90-იან წლებში ვიყავით, ჩვენ საზოგადოებაში ახლა უკვე სხვანაირი შეხედულებები გვაქვს. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ მათ, მაგრამ რომელ ბილეთს მივცემთ – თეატრისას, თუ სასაფლაოსი – ეს ცნობილი არ არის“, – აღნიშნავს კადიროვი.

კადიროვმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები მანამ იარსებებს, სანამ დასავლეთ ქვეყნები ახორციელებენ თავიანთ ამჟამინდელ პოლიტიკას. მისი თქმით, გააზრებულ უნდა იქნას ის, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები უბრალოდ დაჯგუფება კი არ არის, არამედ ეს არიან დასავლეთის სპეცილური სამსახურების მიერ მომზადებული ადამიანები.

„ამერიკის, ევროპისა და დასავლეთის ამოცანაა, დაანგრიოს ჩვენი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენი პრეზიდენტისა და გუნდის ბრძნული პოლიტიკის გამო მათ ეს არ გამოსდით და არვ გამოუვათ“, – აცხადებს კადიროვი.

9 ოქტომბერს, ანკარამ, სირიის ჩრდილო-აღმოსვლეთ ნაწილში დაიწყო სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყარო“. თურქეთის პრეზიდენტის რეჯეპ ტაიპ ერდოღანის თქმით, ოპერაცია მიმართულია ქურთი „სახალხო დაცვის ერთეულებისა“ და „სირიის დემოკრატიული ძალების“ წინააღმდეგ, რასაც ანკარა ტერორისტულ ორგანიზაციებად მიიჩნევს.

17 ოქტომბერს, აშშ და თურქეთი 120 საათით ანკარას სამხედრო ოპერაციის შეჩერებაზე შეთანხმდნენ. ამ დროის განმავლობაში, ქურთულმა ფორმირებებმა საზღვრიდან 30 კილომეტრის დაშორებით უნდა დაიხიონ, რის შემდეგაც თურქეთი შევა ამ ტერიტორიაზე და იქ უსაფრთხო ზონას შექმნის. მომდევნო დღეს კი კვლავ გავრცელდა ინფორმაცია სროლების გაგრძელების შესახებ. გავრცელებული ინფორმაცია კი რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა უარყო და დეზინფორმაცია უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად