კადიროვი საქართველოს ემუქრება: თბილისამდე მხოლოდ ორასი კილომეტრია

ჩეჩნეთის რესპუბლიკის ხელმძღვანელმა, რამზან კადიროვმა, თავის ტელეგრამაში თბილისში განვითარებული ბოლოდროინდელი მოვლენების გამო შეშფოთება გამოთქვა და აღნიშნა, რომ გროზნოდან თბილისამდე მანძილი ძალიან ახლოა.

“დიდი მღელვარებით ვადევნებ თვალყურს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს. მინდა შეგახსენოთ, რომ გროზნოდან თბილისამდე სულ 200 კმ-ია.. რუსეთში არაოფიციალური მონაცემებით, თითქმის ერთი მილიონი ქართველი ცხოვრობს. ჩვენი ხალხები დაკავშირებულები არიან საუკუნობითი კავშირებით, მეგობრობით და ერთიანობით. ქართული კულტურა, ლიტერატურა, ხელოვნება მსოფლიომ რუსეთის წყალობით შეიცნო. სწორედ ჩვენი ქვეყანაში გაიფურჩქნა ქართველი მწერლების, პოეტების, კომპოზიტორების, არტისტების და მსახიობების ტალანტი.

რაც შეეხება საქართველოს და ჩრდილო კავკასიის ხალხებს, ჩვენ ათასი მიზეზი გვაქვს მშვიდობიანად და თანხმობით ცხოვრებისთვის და არცერთი მიზეზი ერთმანეთისადმი ზიზღით საყურებლად. მაგრამ, უკანასკნელ წლებში თბილისში გაჩნდნენ აშშ-ში და დასავლეთში გამოკვებილი და გამოზრდილი პოლიტიკოსები, რომლებსაც თავიანთი ცხოვრების მიზნად აქვთ დასახული საქართველოს და რუსეთის უბოროტეს მტრებად გადაქცევა, საქართველოს და რუსეთის ხალხებს შორის განხეთქილების შეტანა.

ალაჰი მოწმეა, რომ ჩვენ ჩეჩნეთში ვცდილობთ დავამყაროთ მჭიდრო კავშირები საქართველოს ინტელიგენციასთან, მეცნიერებთან, კულტურის მოღვაწეებთან. ყოველთვის გულთბილად ვიღებთ მათ გროზნოში, მივესალმებით დელეგაციების გაცვლას. ჩვენ გვახსოვს ჩვენი წინაპრების წესი, რომ მეზობელთან მშვიდობაში და თანხმობაში უნდა იცხოვრო. ამასთან ვცდილობთ, არ წამოვეგოთ საქართველოს ორგანოების პროვაკაციებს, რომლებიც ყველანაირად წინააღმდეგობას უქმნიან ჩეჩნეთის მცხოვრებლებზე საზღვარზე გადასვლისა. უკანასკნელი დღეების მოვლენები მოწმობს, რომ საქართველოში ძლიერია ანტირუსული პოლიტიკოსების გავლენა”,-წერს რამზან კადიროვი.

იგი საქართველოს პრეზიდენტსაც აკრიტიკებს და დასძენს, რომ სალომე ზურაბიშვილი მწარედ ცდება, როდესაც მომხდარში რუსეთს ადანაშაულებს.

“საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვერაფერი მოიფიქრა ყველაფერში რუსეთის დადანაშაულებაზე უკეთესი და ამტკიცებდა, რომ მოსკოვი დაინტერესებულია საქართველოს და მისი საზოგადოების გახლეჩვით. და ეს სიტყვა მან აშშ-ის და დასავლეთის ელჩების წინ წარმოთქვა. ქალბატონი პრეზიდენტი ღრმად ცდება. სწორედაც რუსეთია დაინტერესებული იმით, რომ საქართველოში სუფევდეს მშვიდობა, ერთიანობა და თანხმობა. დროა, საქართველოს ხელისუფლებამ გაიგოს, რომ მას არ ჰყავს უფრო ახლო მეზობელი სხვა სახელმწიფო, რომელიც უბედურების ჟამს სხვაზე ადრე გაუწვდიდა დახმარების ხელს, ვიდრე რუსეთი. არ იქნებოდა ცუდი დაენახათ რამდენი ქვეყანა და ხალხი დაღუპა აშშ-მა, მათმა გულმხურვალე სიყვარულმა.

იმედი მინდა ვიქონიო, რომ საქართველოს საზოგადოების ჯანსაღი ძალები მოიკრებენ ნებისყოფას და, რათა გახდნენ თავიანთი სამშობლოს და მისი ბედის პატრონები. და კიდევ, 2018 წელს რუსეთის მოქალაქეებმა საქართველოში სამ მილიარდნახევარი დოლარი დატოვეს. და რას მიაღწიეს რადიკალებმა? ამას საქართველო იგრძნობს, როდესაც დაცარიელდება სასტუმროები, რესტორნები, კაფეები, სანაპიროები…”,-წერს რამზან კადიროვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად