კადიროვი გაბუნიაზე: სჯობს მუხლებზე დაიჩოქოს და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადოს!

ჩეჩნეთის ლიდერი, რამზან კადიროვი ქართველ ტელეწამყვან გიორგი გაბუნიას ემუქრება და აცხადებს, რომ სჯობს მან მუხლებზე დაიჩოქოს და მომხდარისთვის ბოდიში მოიხადოს. კადიროვი განცხადებას ტელეგრამის მეშვეობით ავრცელებს.

“მივმართავ საქართველოს ხელისუფლებას, მიიღოს ზომები ამ მოქალაქის ხელახალი აღზრდისთვის. რეკომენდაციას ვაძლევთ, სწორი დასკვნები გამოიტანოს და თავისი გონება მწყობრში მოიყვანოს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ვიმეორებ, ჩემს მტრად დარჩება.

რაც შეეხება უკრაინულ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ შეკვეთილი თავდასხმის შესახებ ინფორმაცია გადასცა, მინდა ვურჩიო, სამომავლოდ უფრო სერიოზულად მოიქცეს და არა ხალხის გასაცინებლად. მსგავსი წერილები მტკიცებულებებით მაინც გააგზავნეთ. ისედაც, ბოლო წლებია პიარს ჩემი სახელის დამსახურებით იკეთებთ. არანაირად არ გამოგდით თქვენს ხალხთან მუშაობა და პერიოდულად ჩემი სახელის ხსენებით მათ თავს ახსენებთ. ამ პიარისთვის, სხვათა შორის, მე უნდა მიმადლოდეთ. დაიმახსოვრეთ ეს! დრო მოვა, ანგარიშს წარმოგიდგენთ! აუცილებლად!” – წერს კადიროვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად