კადიროვი აცხადებს, რომ ჩეჩნებს სანქციებით ვერ შეაშინებენ

ჩეჩნეთის ლიდერმა რამზან კადიროვმა განაცხადა, რომ რესპუბლიკის მაცხოვრებლები მზად არიან მიყვნენ მას “შავ სიაში”, რომლის შემადგენლობაში იგი აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა შეიყვანა.

“ვინც დამინახავს, მეუბნება: თუ თქვენ და თქვენი ოჯახი ხართ სიაში, მაშინ ჩვენც ამ სიაშიც ვართ. ამბობენ, რომ ჩეჩნები კადიროვმა შეაშინაო. შეუძლებელია ჩვენი შეშინება და ჩვენთვის იმის დაძალება, რაც არ გვინდა. ვთხოვ მათ, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, რომ ჩემ წინაააღმდეგ ყოველ დღე ათასი სხვადასხვა სანქცია მოიფიქრონ”, – განაცხადა კადიროვმა.

ამ კვირის დასაწყისში აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტმა რამზან კადიროვი “შავ სიაში” შეიყვანა, მას ადანაშაულებენ ადამიანის უფლებების დარღვევაში. გარდა ამისა, ამერიკის საგარეო პოლიტიკის დეპარტამენტის ეს ღონისძიება იქნა გამოყენებული მისი მეუღლის მედნი კადიროვას, ასევე ქალიშვილების აიშატისა და ხადიზათის წინააღმდეგ.

სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს სახელით გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ დეპარტამენტს აქვს უამრავი სანდო ინფორმაცია, რომ კადიროვი პასუხისმგებელია ადამიანის უფლებების მრავალ სერიოზულ დარღვევაზე, მათ შორის წამებასა და მკვლელობაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად