კადიროვი: ან ბოდიში მოიხადონ, ან ჩაიკეტოს საქართველოსკენ მიმავალი ყველა გზა და ბილიკი!

კადიროვი გაბუნიას მიერ ეთერში პუტინის გინებაზე კომენტარს აკეთებს და გაბუნის ბილწს და ნაძირალას უწოდებს. ამის შესახებ ის თავის “ტელეგრამ-არხზე” წერს.

“ბილწი და ნაძირალა! მხოლოდ ასე შეიძლება ვუწოდოთ რუსთავი-2-ის ჟურნალისტს გიორგი გაბუნიას. ის არც კავკასიის შვილია, არც კაცი, არც მთიელი. კავკასიაში ასეთ სიტყვით კაცი თავისი მოსისხლის მიმართაც არ წარმოთქვამს. გაბუნია – მხდლად დაბადებული  არსებაა.

ეს – ქართველი ხალხის და საქართველოს სირცხვილია. ნებისმიერი ქმედება, დაყვანილი იქნეს მომხდარი ერთ ცალკე აღებულ ჟურნალისტის გამოხტომამდე არის უსუსური, უნიათო და არცერთ დონეზე არ შეიძლება იყოს მიღებული საყურადღებოდ. ყველაფერი მოხდა, როგორც ჩაფიქრებული იყო ტელეარხისგან, და შესაძლოა რუსთავი-2-ის კედლებს მიღმა. სხვაგვარად გაბუნიას პირველივე წამებზე გათიშავდნენ პირდაპირი ეთერიდან. შეურაცხყოფა მიყენდა არა რუსეთის პრეზიდენტს, არამედ რუს ხალხს მთლიანად და რუსეთის თითოეულ მოქალაქეს ცალ-ცალკე.

საქართველოს პრეზიდენტმა და პრემიერ-მინისტრმა დაუყოვნებლივ უნდა მოუხადონ ოფიციალური და საჯარო ბოდიში რუსეთის პრეზიდენტს და რუსეთის ფედერაციას. რუსეთის უმაღლესი თანამდებობის პირის შეურაცხმყოფელი და რუსეთის მოქალაქის პატივის და ღირსების შემლახავი გამონათქვამებისთვის, გაბუნიას წინააღმდეგ უნდა აღიძრას სისხლის სამართლის საქმე.

ჩვენ არ შეიძლება მუდმივად თავს ვიკატუნებდეთ, რომ ვერ ვამჩნევთ საქართველოს მხრიდან ხაზგასმულად მტრულ ქმედებებს. ამიტომ აუცილებელია ქვეყნის მიმართ ყველაზე მკაცრი სანქციების შემოღება, რომლებიც არ შეეხებათ ქართველებს – რუსეთის მოქალაქეებს. ახლა ჩვენ ცდილობენ ჩაგვაგონონ, რომ საქართველომ დაგმო არამზადის გამოხტომა, მაგრამ არა დაგმობაა საჭირო, არამედ არამზადის პირდაპირი ეთერიდან შორს მოცილება. არხის ხელმძღვანელობას არ შეიძლებოდა არ სცოდნოდა ჟურნალისტის განზრახვების შესახებ. ამიტომ მომხდარი, თუ საწინააღმდეგო არ იქნება დამტკიცებული ქვეყნის ხელისუფლებისგან, უნდა შეფასდეს საქართველოს მხრიდან გულმოდგინედ დაგეგმილ საზიზღარ აქციად.

სხვაგვარად სამი დღის შემდეგ უნდა ჩაიკეტოს საქართველოსკენ მიმავალი ყველა გზა და ბილიკი. მსოფლიოში მილიონობით არიან ახალგაზრდა ადამიანები, რომლებიც დიდ პატივს სცემენ ვლადიმირ პუტინს. გაბუნია უნდა გადაიმალოს ცხრაკლიტულში (ტექსტშია: за семью заборами – “აიპრესი”), თორემ პირველივე შემხვედრმა შეიძლება გაუკეთოს მას ის, რაც დაიმსახურა”

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...