კადიროვი: ამერიკის, ევროპისა და დასავლეთის ამოცანაა, დაანგრიოს ჩვენი სუვერენული სახელმწიფო

„ამერიკის, ევროპისა და დასავლეთის ამოცანაა, დაანგრიოს ჩვენი სუვერენული სახელმწიფო. ჩვენი პრეზიდენტისა და გუნდის ბრძნული პოლიტიკის გამო მათ ეს არ გამოსდით და არვ გამოუვათ“, – ამის შესახებ რამზან კადიროვმა განაცხადა.

კადიროვმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ტერორისტული ორგანიზაციები მანამ იარსებებს, სანამ დასავლეთ ქვეყნები ახორციელებენ თავიანთ ამჟამინდელ პოლიტიკას. მისი თქმით, გააზრებულ უნდა იქნას ის, რომ ტერორისტული დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფოს“ მეომრები უბრალოდ დაჯგუფება კი არ არის, არამედ ეს არიან დასავლეთის სპეცილური სამსახურების მიერ მომზადებული ადამიანები.

„ჩვენ ისეთები აღარ ვართ, როგორებიც 90-იან წლებში ვიყავით, ჩვენ საზოგადოებაში ახლა უკვე სხვანაირი შეხედულებები გვაქვს. ჩვენ დიდი სიამოვნებით მივიღებთ მათ, მაგრამ რომელ ბილეთს მივცემთ – თეატრისას, თუ სასაფლაოსი – ეს ცნობილი არ არის“, – აღნიშნავს კადიროვი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად