ჯუმბერ ბაჩალიაშვილი: ნოემბრიდან დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველას გვეშველება

“ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ, აგვისტო, სექტემბერი, ოქტომბრის ბოლომდე ბრძოლას არ შევწყვეტთ. იმედი მაქვს ნოემბრიდან უკვე დაიწყება კარგი ცხოვრება და ყველაფერი კარგად იქნება და ყველას გვეშველება. გამოვიღვიძოთ და ერთად ვიყოთ, ყველა მშობელს ვთხოვ, დავდგეთ ერთად, გადავრჩეთ, შვილები გადავარჩინოთ”.

ამის შესახებ გარდაცვლილი  თამარ ბაჩალიაშილის მამამ, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა ტვ “ფორმულას” გადაცემაში “კომენტარი” განაცხადა და საზოგადოებას გვერდით დგომისკენ მოუწოდა.

კითხვაზე, აპირებს თუ არა ბაჩალიაშვილის ოჯახი აქციების გამართვას, ჯუმბერ ბაჩალიაშვილმა უპასუხა, რომ ის ფართომასშტაბიან აქციებს გეგმავს.

ბაჩალიაშვილის ოჯახი უკვე მეოთხე დღეა პრემიერმინისტრთან შეხვედრას ითხოვს და გამოძიებას უნდობლობას უცხადებს.

ამასთან,  ოჯახი გამოძიების პროცესში ამერიკელი სპეციალისტების ჩართვას ითხოვს.

შეგახსენებთ, 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 5-დღიანი ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ტყეში გარდაცვლილი იპოვეს. საქმეზე გამოძიება თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობს.

29 ივლისს თამარ ბაჩალიაშვილის საქმე, შინაგან საქმეთა მინისტრის გადაწყვეტილებით, თბილისის ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტს გადაეცა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად