ჯულიან ასანჟის მამა: შესაძლოა, ჩემი შვილი ციხეში მოკვდეს

WikiLeaks- ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის მამამ, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში შვილის მონახულების შემდეგ განაცხადა, რომ ასანჟი შესაძლოა ციხეში მოკვდეს. გამოცემა Daily Mail-ის ცნობით, ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

”ეს მამის მწარე იმედგაცრუება არ არის, მხოლოდ ფაქტია”, – განაცხადა მან ბრიტანეთის ციხეში ასანჟთან შეხვედრის თაობაზე.

ასანჟის ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ სრული იზოლაციის პირობებში, ასანჟის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა.

ამა წლის 16 ოქტომბერს, გაერო-ს სპეციალურმა მომხსენებელმა ნილს მელცერმა ნიუ-იორკში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ პორტალ Wikileaks-ის დამფუძნებლის ჯულიან ასანჟის მიმართ “ფსიქოლოგიური წამების” გამოყენების ფაქტზე გამოძიება უნდა დაიწყოს.

2019 წლის აპრილში ეკვადორის ხელისუფლებამ ბრიტანეთის პოლიციას უფლება მისცა, საელჩოში წასულიყვნენ და  Wikileaks- ის დამფუძნებელი დაეკავებინათ, რომელიც იქ დაახლოებით შვიდი წლის განმავლობაში იმალებოდა.

მაისის დასაწყისში, დიდ ბრიტანეთში სასამართლომ Wikileaks- ის დამფუძნებელს გირაოს პირობების დარღვევის გამო, 50 კვირიანი პატიმრობა მიუსაჯა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად