A1 ბანერი

ჯულიან ასანჟის დაკავების შემდეგ, ეკვადორში 40 მილიონზე მეტი კიბერშეტევა განხორციელდა

Wikileaks- ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის დაკავების შემდეგ, ეკვადორში სახელმწიფო ინსტიტუტების ვებ-გვერდებზე 40 მილიონზე მეტი კიბერშეტევა განხორციელდა. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ეკვადორის საინფორმაციო და საკომუნიკაციო ტექნოლოგიების მინისტრის მოადგილის, პატრისიო რეალის განცხადებით, მათ შორისაა ქვეყნის პრეზიდენტის, საგარეო საქმეთა სამინისტროსა და ცენტრალური ბანკის ვებგვერდები.
ოფიციალური პირები არ აკონკრეტებენ, კონკრეტულად რომელი ქვეყანა ან ჰაკერული დაჯგუფება დგას თავდასხმების უკან. თუმცა, მათი განმარტებით, კიბერთავდასხმაში ეჭვმიტანილთა იდენტიფირება რთული იქნება.
გაირკვა, რომ კიბერშეტევებისას ჰაკერებმა მთავრობის მონაცემებზე წვდომა ვერ მოიპოვეს, მაგრამ სხვადასხვა უწყების თანამშრომლებს თანაწერებზე წვდომა შეეზღუდათ.

14 აპრილს, WikiLeaks- ის დამფუძნებლის, ჯულიან ასანჟის მამამ ავსტრალიის ხელისუფლებას მიმართა, რომ მისი შვილის ექსტრადაცია სამშობლოში განხორციელდეს.

ასანჟის მამა ჯონ შიპტონი მელბურნში ცხოვრობს. მან ავსტრალიის პრემიერმინისტრსა სკოტ მორისონს სთხოვა, ასანჟის დაკავებაზე რეაგირება მოახდინოს.

მანამდე, ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა სკოტ მორისონმა განაცხადა, რომ WikiLeaks- ის დამფუძნებელი, ავსტრალიელი ჯულიან ასანჟი ქვეყნის ხელისუფლებისგან “განსაკუთრებულ” დახმარებას ვერ მიიღებს.

სამართალდამცავი ორგანოები მიიჩნევენ, რომ 2010 წლის მარტში ასანჟმა შეთქმულება WikiLeaks- ის ინფორმატორ ჩელსი მენინგთან ერთად მოაწყო (მისი დაბადების სახელი ბრედლი მენინგი, მან სქესი შეიცვალა). შეთქმულების დროს მენინგი აშშ-ს არმიის დაზვერვის ანალიტიკოსთა რიგებში მუშაობდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...