JP Morgan Chase-ის დირექტორი: აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დუელი მიმდინარეობს

JP Morgan Chase-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარე და გენერალური დირექტორი ჯეიმს დაიმონი აცხადებს, რომ ჩინეთის მიერ, აშშ-ის დაწესებულ საბაჟო გადასახადზე საპასუხოდ მიღებული ტარიფები ამერიკელ მომხმარებლებზე ძლიერ ზეგავლენას არ იქონიებს და ორ ქვეყანას შორის ურთიერთწინააღმდეგობას სავაჭრო დუელი უწოდა.

"ჩვენ შეგვიძლია ახალ საქონელზე დავაწესოთ, ხოლო ჩინეთს შეუძლია სხვა მეთოდებით უპასუხოს და არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი კარგად არის. ეს გამანადგურებელი რამ არ არის, ეს არც ომია, არამედ სავაჭრო დუელია, რომელმაც შესაძლოა ნეგატიური ეკონომიკური ეფექტები მოიტანოს", – აცხადებს დაიმონი.

მისი თქმით, ჩინეთის მიერ საპასუხოდ დაწესებული საბაჟო გადასახადები გავლენას არ იქონიებს ამერიკელ მომხმარებლებზე, როდესაც აშშ-ის მიერ ჩინურ პროდუქციაზე დაწესებული ახალი ტარიფების გამო, ქვეყანას 20 მილიარდი აშშ დოლარით მეტის გადახდა მოუწევს. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეთანხმება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებას, რომელმაც ქვეყანაში იმპორტირებულ ჩინურ პროდუქციაზე 200 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საბაჟო გადასახადები დააწესა, თუმცა იმასაც აღნიშნავს, რომ ტრამპს სხვა სტრატეგიის მიხედვით მოქმედებაც შეეძლო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...