ჯოზეფ ბორელი: რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შენარჩუნდეს

ანტირუსული სანქციები მანამდე უნდა გაგრძელდეს, სანამ მოსკოვი პოლიტიკას არ შეცვლის. ამის შესახებ ევროკავშირის მომავალმა უმღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ესპანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

მისი თქმით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები მანამდე უნდა გაახანგრძლივოს, სანამ რუსეთი მინსკის შეთანხმებით ნაკისრ ვალდებულებებს არ შეასრულებს და საერთაშორისო წესებს პატივს არ სცემს.

ჯოზეფ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ არსებული სანქციების შენარჩუნებაში ერთსულოვანი უნდა იყოს.

” ერთსულოვნება აუცილებელია,” – დასძინა ბორელმა.

მანამდე, ფედერიკა მოგერინის მემკვიდრემ განაცხადა, რომ სანქციები გეოპოლიტიკური იარაღია. მან განმარტა, რომ თანამედროვე გეოპოლიტიკური კონფლიქტები არა ბრძოლის ველზე მიმდინარეობს, არამედ კიბერსივრცეში, ასევე ვაჭრობასთან, ეკონომიკასთან და ნედლეულის მიღებასთან დაკავშირებულ სფეროებში.

”გამოყენებული იარაღი არის სანქციები, გადასახადები, ვალუტის შემცირება და ტექნოლოგიის იძულებითი გადაცემა,” – განაცხადა ბორელმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად