ჯოზეფ ბაიდენი: ყირიმის ანექსიას ჩვენ არასდროს შევეგუებით

აშშ-ს ვიცე პრეზიდენტის,ჯოზეფ ბაიდენის განცხადებით, ამერიკა არასოდეს აღიარებს რუსეთის მიერ ყირიმის მიერთებას.

"მე მინდა მკაფიოდ განვაცხადო,ამერიკა არასოდეს შეეგუება ყირიმის ანექსიის მცდელობას“- ციტირებს ბაიდენს newsru.com-ი. ბაიდენის განცხადებით, თანამედროვე მსოფლიოში დაუშვებელია საზღვრების ძალისმიერი ცვლილება. მისი შეფასებით, რუსეთმა ძალით მიიტაცა დამოუკიდებელი უკრაინის ტერიტორია და იმედი გამოთქვა რომ ამ ბრძოლაში საბოლოო ჯამში გამარჯვებული უკრაინა გამოვა. ის იმედს გამოთქვამს, რომ ახლო მომავალში უკრაინა კორუფციის დამარცხებასაც შეძლებს."ამ ბრძოლაში უკრაინას ამერიკელი ხალხის მხარდაჭერის იმედი უნდა ჰქონდეს"-განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...