პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 10 თებერვალს აპირებს ეწვიოს აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტს. ამის შესახებ პენტაგონის ხელმძღვანელის თანაშემწე ჯონ კირბიმ განაცხადა.
“დატვირთული კვირა გველოდება. ოთხშაბათს ველოდებით მთავარსარდლის, პრეზიდენტ ბაიდენის ვიზიტს”, – თქვა კირბიმ.
“ის შეხვდება სამინისტროს ხელმძღვანელობას, ასევე ესაუბრება მის თანამშრომლებს. ზუსტად ვერ გეტყვით, რაზე იქნება საუბარი”, – დასძინა კირბიმ.