ჯორჯიის შტატში ცეცხლსასროლი იარაღით თამაშის დროს სამი წლის ბიჭმა წლინახევრის ძმა მოკლა

ჯორჯიის შტატის ქალაქ მაკდონოში ცეცხლსასროლი იარაღით თამაშის დროს სამი წლის ბიჭმა წლინახევრის ძმა მოკლა. აღნიშნულის შესახებ ამერიკული ტელეკომპანია Fox News იტყობინება.

ტელეარხის ინფორმაციით, მცირეწლოვანს ტყვია თავის არეში მოხვდა. დაშავებული საავადმყოფოში გადაიყვანეს, მაგრამ მისი გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. იარაღი ოჯახის ერთ-ერთ წევრს ეკუთვნოდა. არსებული ინფორმაციით, შემთხვევის დროს ბავშვი უფროსების თანდასწრებით თამაშობდა.

სამართალდამცავები ასევე არ გამორიცხავენ, რომ ახალგაზრდა ბავშვს, შესაძლოა, იარაღი თავად აეღო. ცეცხლსასროლი იარაღი ექსპერტიზაზე გაგზავნეს. პოლიციამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაიწყო. ჯერჯერობით უცნობია, არის თუ არა ვინმე მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით ეჭვმიტანილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...