ჯორჯიის შტატის შოსეზე ავტომობილები “დოლარების შტორმში” მოყვნენ (ვიდეო)

უცნაური შემთხვევა მოხდა ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტის მახლობლად ერთ-ერთ შოსეზე

ადამიანები შტორმის დროს ცდილობენ მის ეპიცენტრს სწრაფად განერიდონ ან იქვე კარგად დაცული ადგილი მოძებნონ და შეაფარონ თავი, ჯორჯიის შტატის დედაქალაქ ატლანტასთან ახლოს კი თითქმის ყველა მძღოლმა შეაჩერა ავტომობილი.

შეჩერების მიზეზი ის იყო, რომ მძღოლებმა ცდუნებას ვერ გაუძლეს. მათ მოულოდნელად ამოვარდნილი “შტორმის” მიერ გზაზე მიმოფანტული დოლარების მოგროვებას მიყვეს ხელი.

დოლარები კი შოსეზე მიმავალი ბრონირებული საინკასაციო ავტოს გვერდითი კარის მოულოდნელი გაღების შემდეგ ააფრიალა ქარმა.

პოლიციამ ქალაქ დანვუდისა, რომლის მახლობლადაც შემთხვევა მოხდა, ფეისბუქზე, პოსტში, კმაყოფილება გამოხატა იმის გამო, რომ შოსეზე, იმ მომენტში, მძღოლებმა არ შექმნეს საავარიო სიტუაცია და არავინაა დაშავებული. ამავე დროს, პოლიციამ განმარტა, რომ შოსეზე დოლარების აკრეფა, თუ დოლარებს პოლიციას არ ჩააბარებენ, ქურდობაში ჩაეთვლებათ, ქურდების დადგენა კი, კამერების მიერ დაფიქსირებული ავტომობილების სანომრე ნიშნებით, არ იქნება რთული.

მოამზადა რაულ კაპანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...