ჯორჯიის შტატში ხმების გადათვლის შედეგად ჯო ბაიდენმა 12 284 ხმით გაიმარჯვა.
აშშ-ის მოქმედი პრეზიდენტის იურისტების მოთხოვნით, ბიულეტენები სულ 159 ოლქში გადათვალეს. შედეგად ტრამპმა 2 462 857 ხმა მიიღო, ხოლო ბაიდენმა 2 475 141.
თუმცა, ამერიკული მედიის ცნობით, მცირე სხვაობა აძლევს საშუალებას ტრამპის იურისტებს, კიდევ ერთხელ მოითხოვონ ხმების გადათვალა, თუმცა ამჯერად სკანერების გამოყენებით.
აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები 3 ნოემბერს გაიმართა. თავდაპირველად ჯორჯიის შტატში დონალდ ტრამპი ლიდერობდა. 6 ნოემბერს კი, მას ბაიდენმა აჯობა.