A1 ბანერი

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” ჭონქაძის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაასრულა

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა მთაწმინდის რაიონში, ჭონქაძის ქუჩაზე წყალმომარაგების სისტემა განაახლა. პროექტის ფარგლებში სრულად შეიცვალა 1 კმ სიგრძის წყალსადენისა და წყალარინების მაგისტრალური ქსელი. სისტემის სტაბილურობისთვის ახალ ქსელზე ევროსტანდარტის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები დამონტაჟდა. ამის შესახებ ინფორმაციას კომპანია “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” ავრცელებს.

ჭონქაძის ქუჩის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპს, ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს კომპანია ხვალ, 13 თებერვალს განახორციელებს. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით, სამუშაოების ძირითადი ნაწილი ღამით შესრულდება.

ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოების ჩასატარებლად, რამდენიმე საათის განმავლობაში, მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც ხვალ 13 თებერვალს, 20:00 საათიდან, 14 თებერვლის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

მთაწმინდა-კრწანისის რაიონში:

ჭონქაძის, ინგოროყვას, ასათიანის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...