ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაგისტრალურ წყალსადენზე ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს

დღეს, 15 აპრილს საბურთალოს რაიონში, პეტრიწის ქუჩა N1-თან ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი მაგისტრალურ წყალსადენზე დაზიანების აღმოსაფხვრელად ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებს. ამ დროისთვის კომპანიის ტექნიკური ჯგუფი ადგილზეა მობილიზებული და მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.

აღნიშნული სამუშაოების განსახორციელებლად მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 15 აპრილს 13:00 საათიდან 16 აპრილის დილის 07:00 საათამდე წყალმომარაგება შეეზღუდება:

ვაკე-საბურთალოს რაიონში:
ვაჟა ფშაველას გამზ. ნაწილს და კვარტლებს; ყაზბეგის გამზ. ნაწილს; ზემო ვეძისს, შანხაის დასახლებას და მიმდებარე ქუჩებს; ჩიქოვანის და პეკინის ქუჩების ნაწილს; სანდრო ეულის, ჯიქიას და მიმებარე ქუჩებს; ნუცუბიძის ქუჩასა და მიკრო რაიონებს;

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს.

დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით – http://www.gwp.ge

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...