ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს 

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს.

,,დღეს, 11 ოქტომბერს,  საბურთალოს რაიონში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

მილიდან წყლის ნაკადის შესაჩერებლად დაიკეტა ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები და დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობს.  

მაგისტრალური ქსელის დაზიანებული მონაკვეთი 7 მეტრის სიღრმეზეა განთავსებული, რის გამოც  რთული ტექნიკური სამუშაოების ჩატარებაა აუცილებელი. 

აღნიშნულთან დაკავშირებით, დღეს, 11 ოქტომბერს, 14:00 საათიდან 12 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდ დიღომში ფარნავაზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, ანდრონიკაშვილის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს. ქოშიგორას, სოფელ ზურგოვანს და ამერიკის საელჩოს დასახლებას. ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის და ვაზისუბნის ქუჩებს.

აღამაშენბლის ხეივნის მე 12კმ-ს, დიღმის მასივის I კვარტლის N10-12 კორპუსებს.

ზაჰესში – გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს.,, – ნათქვამია განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად