ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი განცხადებას ავრცელებს

დღეს, 19 ოქტომბერს,  საბურთალოს რაიონში, გიორგი ბრწყინვალეს ქ. N44-თან, ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის წყალსადენის მაგისტრალური ქსელი ავარიულად დაზიანდა.

ამ დროისთვის კომპანიამ დაზიანების აღსადგენად მოსამზადებელი სამუშაოები დაიწყო. მოსახლეობისთვის ნაკლები დისკომფორტის შექმნის მიზნით აღდგენითი სამუშაოები ღამის საათებში შესრულდება.

სამუშაოების მიმდინარეობისას მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლაა აუცილებელი, რის გამოც დღეს, 19 ოქტომბერს, 22:00 საათიდან 20 ოქტომბრის დილის 08:00 საათამდე წყალმომარაგება შეუწყდება:

დიდ დიღომში – ფარნავაზ მეფის, გიორგი ბრწყინვალეს, პეტრიწის, არჩილ მეფის, ანდრონიკაშვილის, დავით აღმაშენებლის, თამარ მეფის და მიმდებარე ქუჩებს. ქოშიგორას, სოფელ ზურგოვანს და ამერიკის საელჩოს დასახლებას. ტაშკენტის ქუჩის ნაწილს, ზემო ვეძისის და ვაზისუბნის ქუჩებს.

აღამაშენბლის ხეივნის მე 12კმ-ს, დიღმის მასივის I კვარტლის N10-12 კორპუსებს.

ზაჰესში – გრიგოლ ხანძთელის, სხვიტორის, კასკადის და ენერგეტიკის ქუჩებს.

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით მიაწოდებს. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ცხელი ხაზის – 2 93 11 11, ფეისბუქისა და ვებგვერდის მეშვეობით –  www.gwp.ge

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი დისკომფორტისთვის ბოდიშს უხდის მომხმარებელს. – ნათქვამია განცხადებაში. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად