“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი” საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე გასასვლელად ემზადება

კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ მოწვევით, თბილისში, უმსხვილესი ამერიკული კომპანია AECOM-ი ჩამოდის. AECOM-ი „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერს“ განვითარების გეგმის შემუშავებაში დაეხმარება, რაც როგორც “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერში” განმარტავენ, კომპანიას საერთაშორისო საფონდო ბირჟაზე (IPO) გასვლაშიც შეუწყობს ხელს.

7 სექტემბრიდან, რამდენიმე დღის განმავლობაში, AECOM-ის ექსპერტები „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ სპეციალისტებს პროფესიულ და ტექნიკურ საკითხებთან დაკავშირებით გაუწევენ კონსულტაციას.

“ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის” პრესსამსახურის ცნობით, AECOM-ი უკვე 25 წელია ოპერირებს საერთაშორისო ბაზარზე და წარმატებით თანამშრომლობს 150-ზე მეტი ქვეყანის მთავრობებსა და კერძო კომპანიებთან. მას არაერთი მასშტაბური პროექტი აქვს განხორციელებული მშენებლობის, ტრანსპორტის, გარემოს დაცვის, ენერგეტიკის, ნავთობის ინდუსტრიისა და წყალმომარაგების სფეროებში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...