ჯორჯ სოროსი მზადაა, უკრაინაში 1 მილიარდიანი ინვესტიცია განახორციელოს

NULL

ამერიკელი მილიარდერი, Open Society Foundations-ის დამფუძნებელი ჯორჯ სოროსი მზადაა, უკრაინაში 1 მილიარდი აშშ დოლარის ოდენობის ინვესტიცია განახორციელოს,-ამის შესახებ მან Der Standard-თან საუბრისას განაცხადა.

“მე მზად ვარ, განვახორციელო ინვესტიციები უკრაინაში. არსებობს კონკრეტული საინვესტიციო იდეები, მაგალითად, სოფლის მეურნეობაში და ინფრასტრუქტურულ პროექტებში. მე ჩავდებდი 1 მილიარდ დოლარს.. ეს უნდა იყოს შემოსავლის მომტანი ჩემი ფონდისთვის”,-განაცხადა სოროსმა.

ამასთან, სოროსმა ევროკავშირის პოლიტიკა უკრაინასთან მიმართებაში გააკრიტიკა.

“ევროკავშირმა უნდა გააუმჯობესოს უკრაინის საინვესტიციო კლიმატი. ამის გაკეთება შესაძლებელია პოლიტიკური რისკებისგან დაზღვევით, თუმცა დღემდე ამას არ აკეთებენ”,-აღნიშნა ჯორჯ სოროსმა.

შეგახსენებთ, რომ ევრომაიდანის შემდეგ, უკრაინის ეკონომიკური მდგომარეობა და ეროვნული ვალუტის მდგომარეობა მკვეთრად გაუარესდა, რაც ახალმა ხელისუფლებამ რუსეთის აგრესიას, ყირიმის ოკუპაციას დაუკავშირა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...