ჯორჯ სოროსი მესამე მსოფლიო ომის რისკს ხედავს

ჯორჯ სოროსი მესამე მსოფლიო ომის რისკს ხედავს. “ბევრი რამ ეყრდნობა ჩინეთის ეკონომიკის მდგომარეობას” – განცხადება სოროსმა ბრენტონ-ვუდსის კონფერენციაზე გააკეთა რომელსაც მსოფლიო ბანკი ატარებს.

თუ ჩინეთის ძალისხმევები საშინაო მოთხოვნებზე, ეკონომიკას ექსპორტის ძრავს უკუსვლით წაუძღვება, არის შესაძლებლობა იმიას რომ ჩინეთის მთავრობა გარე კონფლიქტებს დაიწყებს, იმისათვის რომ ქვეყანას ერთიანობა და ძალა შეუნარჩუნდეს.

„თუ ამერიკასა და ჩინეთს შორის სამხედრო კონფლიქტს ექნება ადგილი, მაშინ უნდა ვივარაუდოთ რომ მსოფლიო ომის დასაწყისს ჩაეყრება საფუძველი“- განაცხადა ჯორჯ სოროსმა.

მან ასევე თქვა რომ მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ჩინეთისა და რუსეთის ხარჯები თავდაცვისა და სამხედრო სფეროებში.

ამის თავიდან ასაცილებლად, სოროსი ამერიკას “მთავარ დათმობაზე” წასვლას ურჩევს. პასუხად, ჩინეთიც წავა დათმობებზე, ეკონომიკის რეფორმების გასატარებლად. მაგალითად შემოიღებს იურიდულ კანონებს. მისივე თქმით, ჩინეთის იუანის საბაზრო ვალუტად ჩამოყალიბება სავალდებულო კავშირს გააჩენს ორ ქვეყანას შორის.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...