ჯორჯ ბუში დალასში დაღუპული პოლიციელების პანაშვიდზე აცეკვდა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა, დალასში გასულ კვირას მოკლული 5 პოლიციელის ხსოვნისადმი მიძღვნილ სამგლოვიარო ცერემონიაზე იცეკვა. ინციდენტის ამსახველ კადრებს usatoday ავრცელებს.

სხვადასხვა დასავლურ პრესაში გავრცელებულ ვიდეოში ჩანს, რომ „რესპუბლიკის საბრძოლო ჰიმნის“ შესრულებისას ჯორჯ ბუშ უმცროსი ღიმილს ვერ იკავებს და ცეკვავს. აღსანიშნავია, რომ ცერემონიაში სხვადასხვა ამერიკელი მაღალჩინოსნები მონაწილეობდნენ, მათ შორის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა, აშშ-ის პირველი ლედი მიშელ ობამა, ასევე აშშ-ის ვიცეპრეზიდენტი ჯო ბაიდენი და მისი მეუღლე.

ყოფილი პრეზიდენტის  უცნაურ ქმედებაზე ღიმილი შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ბარაკ ობამამ და მისმა მეუღლემ ვერ შეიკავეს.

 

ყოფილი პრეზიდენტის ქცევამ ამერიკელები აღაშფოთა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა უმრავლესობა ვარაუდობს, რომ ბუში ძლიერი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, დალასში, პოლიციელების მიერ ფედარკანიანი მოქალაქეების მკვლელობის გამო, საპროტესტო აქცია გაიმართა, სადაც შეტაკება მოხდა. თავდასხმისას 5 პოლიციელი დაიღუპა და 7 დაიჭრა. ინციდენტის შედეგად ასევე დაშავდა 2 მშვიდობიანი მოქალაქე. სამართალდამცავებმა მომხდარში ეჭვმიტანილი სამი ადამიანი დააკავეს.  თავდამსხმელი 25 წლის ავღანეთის ომის ვეტერანი აღმოჩნდა. პოლიცია ფიქრობს, რომ ის მარტო მოქმედებდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად