ჯორჯ ბუშ უფროსის პანაშვიდზე მისი ძაღლი სხვებთან ერთად გლოვობს (ვიდეო)

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის პანაშვიდზე, მისი ძაღლი, ლაბრადორი სალი სხვებთან ერთად გლოვობს. ვიდეოს ტელეარხი CNN-ი ავრცელებს.

შეერთებული შტატების 41-ე პრეზიდენტის გამოსამშვიდობებელი ცერემონიალი ჰიუსტონში გაიმართა.

ჯორჯ ბუშ უფროსს დღეს ტეხასში, საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე, მეუღლისა და ქალიშვილის გვერდით, დაკრძალავენ.

1 დეკემბერს, აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. მიმდინარე წლის აპრილში გარდაიცვალა მისი მეუღლე ბარბარა პირს ბუში, რომელთან ერთადაც ბუშმა 73 წელი იცხოვრა. მათ 5 შვილი, 17 შვილიშვილი და 7 შვილთაშვილი ჰყავდათ.

ბუშ უფროსი აშშ-ის პრეზიდენტი ერთი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იყო, 1993 წელს იგი არჩევნებში დემოკრატ ბილ კლინტონთან დამარცხდა.

ჯორჯ ბუშ უფროსი მეორე მსოფლიო ომში იბრძოდა, იგი მფრინავი იყო და ერთ-ერთი ოპერაციისას ჩამოაგდეს მისი თვითმფრინავი, თუმცა მისი გადარჩენა მოხერხდა, მთელი ეკიპაჟიდან მხოლოდ ის გადარჩა. ომიდან დაბრუნების ერთი კვირის თავზე კი იგი ბარბარა პირსზე დაქორწინდა და იელის უნივერსიტეტში ჩააბარა.

 

სტატიის ავტორი თაკო ჩხაიძე
მსგავსი სიახლეები

ჯორჯ ბუშ უფროსი ტეხასში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს

აშშ-ს 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი ტეხასში საპრეზიდენტო ბიბლიოთეკის ტერიტორიაზე დაკრძალეს. ამის შესახებ…

გორბაჩოვი: ჯორჯ ბუშ უფროსი ნამდვილი პარტნიორი იყო

სსრკ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა მიხაილ გორბაჩოვმა, აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალებასთან…

დონალდ ტრამპმა, ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა

აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ქვეყნის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალებასთან დაკავშირებით…

ობამა ჯორჯ ბუშ უფროსის გარდაცვალებაზე: ამერიკამ თავმდაბალი მსახური დაკარგა

აშშ-ის ყოფილმა პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ მწუხარება გამოთქვა აშშ-ის 41-ე პრეზიდენტის ჯორჯ ბუშ უფროსის…

აშშ-ის 41-ე პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა

აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ჯორჯ ბუშ უფროსი 94 წლის ასაკში გარდაიცვალა. ამის შესახებ ოფიციალური განცხადება მისმა…

ქობულეთში, მაშველებმა კარში თავგაჭედილ ცუგას უშველეს

ქობულეთში, ძაღლს კარში თავი გაეჭედა და საჭირო გახდა მისი დახმარება.

სოფელ ომალოდან ვერტმფრენით ადგილობრივებთან ერთად ძაღლი “ზარბაზანაც”…

გუშინ, თამაზ ელიზბარაშვილის ძაღლების თავშესაფრის ოფიციალურ გვერდზე გამოცჩნა წერილი, სადაც სოფელ ომალოს მკვიდრი…
კომენტარები
იტვირთება...