ჯონსონი ზელენსკის დაჰპირდა, რომ უკრაინის კრიზისის მოგვარების გარეშე, რუსეთის G8-იანში დაბრუნება შეუძლებელია

უკრაინის პრეზიდენტი ვლადიმერ ზელენსკი ბრიტანეთის პრემიერმინისტრს ბორის ჯონსონს ტელეფონით ესაუბრა. მათ რუსეთის „დიდ რვიანში“ შესაძლო დაბრუნების შესაძლებლობის შესახებ იმსჯელეს. ინფორმაციას უკრაინის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ რუსული მხარის საერთაშორისო გაერთიანებაში დაბრუნებაზე საუბარი შეუძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ რუსეთი უკრაინაში აგრესიას აგრძელებს, მოსკოვმა ყირიმის ანექსია მოახდინა და მინსკის შეთანხმებებს არ ასრულებს.
ლიდერებმა ასევე აღნიშნეს, რომ მოსკოვის G7– ში წევრობა შეუძლებელია, სანამ იგი ”სისტემატურად არღვევს საერთაშორისო სამართალს და ძირს უთხრის ევროპისა და მსოფლიოს უსაფრთხოებას”.

ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა ჯონსონს “დიდი ბრიტანეთის მტკიცე, პრინციპული პოზიციისა და უკრაინის მხარდაჭერისთვის. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ბრიტანეთის პრემიერი უკრაინის პრეზიდენტს დაჰპირდა, რომ იგი ამის დემონსტრირებას G7-ის სამიტზე მოახდენს, რომელიც 24–26 აგვისტოს გაიმართება.
დაუნინგ-სტრიტის პრესსამსახურის ცნობით, ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ასევე მხარი დაუჭირა ზელენსკის მცდელობას, რომ დონბასში კონფლიქტი დასრულდეს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...