ჯონსონი: სანამ რუსეთი დესტაბილიზაციულ ქმედებას არ შეწყვეტს, ურთიერთობა ვერ დარეგულირდება

ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით დიდი ბრიტანეთის პოზიცია არ შეცვლილა. მოსკოვთან ურთიერთობების ნორმალიზება არ მოხდება მანამ, სანამ რუსეთი თავის ”დესტაბილიზაციულ საქმიანობას” არ შეწყვეტს. სააგენტო “როიტერის” ცნობით, ამის შესახებ ბრიტანეთის პრემიერმინისტრმა ბორის ჯონსონმა ბერლინის საკითხზე, კონფერენციის ფარგლებში, რუსეთის პრემიერმინისტრთან ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

მანამდე, კრემლის პრესსამსახურში განაცხადეს, რომ ვლადიმერ პუტინს შეხვედრები ჰქონდა ბორის ჯონსონთან და ევროკომისიის (EC) ხელმძღვანელ ურსულა ფონ დერ ლიაიენთან.

რუსეთის პრეზიდენტმა მათთან ორმხრივი ურთიერთობები და საერთაშორისო პრობლემები განიხილა, მათ შორის, ლიბიაში არსებული ვითარება.

2018 წლის 4 მარტს ინგლისის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის სამხედრო დაზვერვის ყოფილი ოფიცრის სერგეი სკრიპალის მკვლელობის მცდელობა მოხდა. თავდასხმის შედეგად ასევე მოიწამლა მოსკოვიდან მამასთან სტუმრად ჩასული იულია სკრიპალი და დაზიანება მიიღო სულ მცირე 21-მა ადამიანმა.

14 მარტს გაერთიანებული სამეფოს მთავრობამ მომხდარში ოფიციალურად ბრალი დასდო რუსეთის ხელისუფლებას  და რუსეთის 23 დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა. გამოძიების დასკვნით, თავდასხმა რუსეთის სპეცსამსახურების მიერ საიდუმლო ზემძლავრი ნერვული აგენტის „ნოვიჩოკის“ გამოყენებით განხორციელდა.

თარგმანი: თაკო ჩხაიძე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად