ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში დღეს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეეები 60-67-72-82-97კგ წონით კატეგორიებში ჩაებნენ მედლებისთვის ბრძოლაში.

60 კგ წონით კატეგორიაში ფრიდონ აბულაძემ საკვალიფიკაციო წრეში ისრაელელი მელკამუ ფეტენი აშკარა უპირატესობით, 8:0 დაამარცხა, 1/8 ფინალში რუმინელი რაზვან არნაუტი კი 5:4. 1/4 ფინალში სერბ გეორგი თიბილოვთან 2:5 დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა.

67კგ წონით კატეგორიაში ჯონი ხეცურიანმა 1/8 ფინალში 5:1 სძლია იტალიელ ზაურ კაბალოევს, 1/4 ფინალში კი უკრაინელ ფარვიზ ნასიბოვს 8:2 მოუგო, ნახევარფინალში რუმინელ მიჰაი რადუ მიჰეტს 10:1 მოუგო და ფინალში გავიდა.

ოქროს მედლისთვის ჯონი ხეცურიიანი ხვალ აზერბაიჯანელ ჰასრატ ჯაფაროვთან იჭიდავებს.

72 კგ წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძემ საკვალიფიკაციო წრეში 3:9 წააგო სომეხ შანტ ხაჩატრიანთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

82 კგ წონით კატეგორიაში გელა ბოლქვაძემ 1/8 ფინალში აშკარა უპირატესობით, 10:1 მოუგო უნგრელ ერიკ ჟილვასის და 1/4 ფინალი 1:3 წააგო მოლდოველ მიჰაი ბრადუსთან და ასპარეზობას გამოეთიშა.

97 კგ წონით კატეგორიაში რობერტ კობლიაშვილი სომეხ არტურ ალასანიანთან 1:3 დამარცხდა. ეს უკანასკნელი ფინალში გავიდა და რობერტ კობლიაშვილი ხვალ რეპეშაჟში იჭიდავებს