ჯონდი ბაღათურია: 2012 წელს, პრეზიდენტი და მთელი მისი გუნდი მიმტკიცებდა, რომ ჩიჩხიტური ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორია იყოვო

დავით გარეჯის საქმეზე  მთავარ პრკურატურაში ჯონდი ბაღათურიას გამოკითხვა მიმდინარეობს.

როგორც ჯონდი ბაღათურიამ პროკურატურაში შესვლამდე ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ დავით გარეჯის საქმეზე  2012 წელი გაიხსენა, როდესაც პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დააყენა, რადგან მაშინ იცოდა, რომ  მან იცოდა რომ ჩიჩხიტურის ტერიტორია აზერბაიჯანის მხარეს ექცეოდა.

“როცა პარლამენტის სხდომაზე გამოვიდნენ და პარლამენტის სხდომაზე სახელმწიფოს ღალატის გამო, სამართლებრივად პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დავიწყე, მაშინ ყველა ერთი და იგივეს მპასუხობდა, რომ მე თითქოს ვცდებოდი და ყველა ერთი და იგივეს ამბობდა, რომ ქედზე გადიოდა საბჭოთა კავშირის დროს საზღვარი და არა ქედის ქვევითო. პრეზიდენტი და მთელი მისი გინდი მიმტკიცებდა, რომ არაფერი მოულოდნელი არ უნდა იყოს – ეს ყოველთვის აზერბაიჯანის ტერიტორია იყოვო, ეს განაცხადა პრეზიდენტმა ჩემს ბრალდებებზე, ეს განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა. პარლამენტში რიგი იდგა მიკროფონთან იმისათვის, რომ ყველას ეს ემტკიცებინა“, – განაცხადა  ჯონდი ბაღათურიამ.

შეგახსენებთ, დავით გარეჯის საქმეზე პროკურატურამ გუშინ, 21 ოქტომბერს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, ლაშა დარსალია გამოკითხა.

აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა,  7 ოქტომბერს დააკავეს. ორთვიანი წინასწარი პატიმრობა თბილისის საქალაქო სასამართლომ მათ 8 ოქტომბერს შეუფარდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად