ჯონ მაკკეინი ხვალ საქართველოს ეწვევა

ამერიკის შეერთებული შტატების სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე, ჯონ მაკკეინი ხვალ საქართველოს ეწვევა, – ამის შესახებ ინფორმაცია "აიპრესს" საქართველოს სახელმწიფო მინისტრის ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების აპარატში დაუდასტურეს.  

"ჯონ მაკკეინი ორ სენატორთან ერთად ოფიციალური ვიზიტით საქართველოში ჩამოდის. აშშ-ს მაღალჩინოსანი საქართველოს პრეზიდენტს გიორგი მარგველაშვილს და პრემიერმინისტრს გიორგი კვირიკაშვილს შეხვდება. ვიზიტის ფარგლეთში სენატორი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ხურვალეთს მოინახულებს", – გვითხრეს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხების აპარატში.

ცნობისთვის, მაკკეინი საქართველოში ჩამოსვლამდე ერთი დღით ადრე, ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს უკრაინაში შეხვდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...