ჯონ კერი აპირებს ირანელ კოლეგას შეხვდეს

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ჯონ კერიმ განაცხადა, რომ მზად არის ირანის საგარეო უწყების ხელმძღვანელს ჯავად ზარიფს შეხვდეს. სახელმწიფო მდივნის განცხადებას Reuters-ი ავრცელებს. 

შეხვედრის თემა, როგორც კერი აცხადებს, ირანის ატომური პროგრამა იქნება და აზუსტებს, რომ – „შეხვედრის შესახებ საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ მიღებული არ არის“.

დასავლელი ლიდერების და ირანის მმართველების დავის მთავარ საგნად ისევ ურანის გამდიდრების შესაძლებლობა რჩება. სწორედ აშშ-მ შესთავაზა მოლაპარაკების მხარეებს, ირანისთვის მიეცათ საშუალება გამდიდრებული ურანის დიდი ნაწილი ექსპორტზე გაეტანა. მხარეები ვერ თანხმდებიან, პროდუქტის რა ნაწილის დატოვების უფლება უნდა ჰქონდეს ირანს. ეხლანდელი მდგომარეობით, თეირანს აქვს გამდიდრებული ურანის იმხელა მარაგი, რომ რამდენიმე ატომური ბომბი დაამზადოს. ამერიკის მხარე მარაგების განახევრებას ითხოვს. თეირანი მზად არის წარმოების მოცულობა მხოლოდ 20%-ით შეამციროს. 

თეირანი უარყოფს, რომ აპირებს ატომური იარაღის შექმნას და თან აგრძელებს მოლაპარაკებებს აშშ-სთან, რუსეთთან, ჩინეთთან, ბრიტანეტთან, საფრანგეთთან და გერმანიასთან სანქციების გაუქმების თაობაზე და პირობას დებს, რომ ატომურ პროგრამებს შეამცირებს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად