ჯონ ბოლტონი: ტრამპი იაპონიისგან, ქვეყანაში არსებული აშშ-ს სამხედრო ბაზების შესანარჩუნებლად თანხის გაზრდას ითხოვდა

გასულ წელს შეერთებულმა შტატებმა მოითხოვა, რომ იაპონიას ყოველწლიურად 8 მილიარდი აშშ დოლარი გამოეყო ქვეყანაში არსებული ამერიკული სამხედრო ბაზების შესანარჩუნებლად – ოთხჯერ მეტი, ვიდრე ახლა. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტის ყოფილი თანაშემწის ჯონ ბოლტონის მემუარებშია – “ოთახი, სადაც ეს მოხდა: თეთრი სახლის მემუარები” ნათქვამი.

ბოლტონმა თავის მემუარებში წერს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მითითებით, მან ასეთი მოთხოვნა იაპონიის ხელმძღვანელობას გადასცა გასულ ივლისს, ტოკიოში ვიზიტის დროს. წიგნში ნათქვამია, რომ ტრამპმა თავის თანაშემწეს უბრძანა, რომ თუ იაპონია უარს იტყოდა ბაზების შენარჩუნებისთვის ხარჯების გაზრდაზე, ქვეყნიდან მათი გაყვანით დამუქრებოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად