ჯონ ბოლტონი: დონალდ ტრამპი ვლადიმერ პუტინთან ურთიერთობებს დადებითად აფასებს

აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რუსეთის ლიდერ ვლადიმერ პუტინთან პირად ურთიერთობას ძალიან კარგად აფასებს. ამის შესახებ აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ ბოლტონმა „ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში განაცხადა.

”ვფიქრობ, პრეზიდენტი ტრამპი მიიჩნევს, რომ მას პრეზიდენტ პუტინთან ძალიან კარგი პირადი ურთიერთობა აქვს”, – აღნიშნა ბოლტონმა.

ამერიკის პრეზიდენტის მრჩეველმა ასევე განმარტა, რომ ორივე მხარეს სხვადასხვა საკითხთან დაკავშირებით უთანხმოება აქვს.

იაპონიის ქალაქ ოსაკაში, „დიდი უცეულის“ (G20) სამიტზე ვლადიმერ პუტინთან საუბრის შემდეგ, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი არაჩვეულებრივი ადამიანია. მოლაპარაკებები დაახლოებით საათნახევრის განმავლობაში გაგრძელდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...