ჯონ ბოლტონი: დონალდ ტრამპი ისტორიაში შევა, როგორც აშშ-ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი

აშშ-ის პრეზიდენტის ეროვნული უსაფრთხოების ყოფილი თანაშემწე თვლის, რომ დონალდ ტრამპი ისტორიაში შევა, როგორც შეერთებული შტატების ყველაზე ცუდი პრეზიდენტი. მან ეს აზრი გამოთქვა სამშაბათს გამოქვეყნებულ ინტერვიუში, გერმანიის ახალი ამბების პორტალთან t-online.

”დიახ, ვფიქრობ, ტრამპი აუცილებლად შევა ისტორიაში, როგორც აშშ-ის ყველაზე ცუდი პრეზიდენტი”, – თქვა ბოლტონმა. მან ვაშინგტონში კაპიტოლიუმის დარბევას “ამერიკისთვის ძალიან სამწუხარო დღე” უწოდა.

ამასთან, იგი არ თვლის, რომ ტრამპის წინააღმდეგ იმპიჩმენტი სწორია. “ტრამპისთვის ყველაზე ცუდი სასჯელი იქნება მომავალში მისი უბრალოდ უგულებელყოფა. იმპიჩმენტი საპირისპიროს იწვევს”, – ამბობს ბოლტონი.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად