ჯონ ბოლტონი: აშშ და ბრიტანეთი შესაძლოა ”ნორმანდიულ ფორმატში” მოლაპარაკებებს შეუერთდნენ

აშშ და ბრიტანეთი შესაძლოა „ნორმანდიულ ფორმატში“ მოლაპარაკებებს შეერთდნენ, რომელიც უკრაინის აღმოსავლეთით კონფლიქტის მოგვარებას ისახავს მიზნად. ამის შესახებ ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში აშშ-ს პრეზიდენტის მრჩეველმა, ჯონ ბოტონმა „რადიო თავისუფლების“ უკრაინულ სამსახურთან ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, „ნორმანტიულ ფორმატში” დისკუსია შესაძლოა გაგრძელდეს, თუ ჯგუფის წევრი ქვეყნები ამას თავად მოისურვებენ.

”თუ მათ მიაჩნიათ, რომ ეს წინსვლის მისაღები გზაა, მაშინ შეერთებული შტატები და, დარწმუნებული ვარ, გაერთიანებული სამეფო მოხარული იქნებიან მონაწილეობა მიიღონ. ჩვენც მოხარული ვიქნებით, რომ მათ (უკრაინას) მხარი დავუჭიროთ”,-განაცხადა ჯონ ბოლტონმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისა და აშშ-ს ლიდერ დონალდ ტრამპს შორის ვარშავაში შეხვედრა იგეგმება. ჯონ ბოლტონმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატებისთვის საინტერესოა ისეთი თემების განხილვა, როგორიცაა დონბასსა და ყირიმში არსებული ვითარება, ასევე გლობალური საკითხები, მაგალითად, რუსეთის როლი ევროპაში, სამხედრო ძალის გამოყენება ა.შ.

ივლისში, ზელენსკი ინიციაივით გამოვიდა, რომ “ნორმანდიულ ფორმატში” მოლაპარაკებები შეიცვალოს, რომელშიც ამჟამად უკრაინისა და რუსეთის გარდა, გერმანია და საფრანგეთი მონაწილეობენ. დისკუსიის პროცესში შეერთებული შტატებისა და დიდი ბრიტანეთის ჩართვის საკითხიც განიხილება. საპასუხოდ, რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მოსკოვი მონაწილეთა რაოდენობის გაფართოების წინააღმდეგი არ არის. საფრანგეთი ამ იდეას მხარს არ უჭერს და მიიჩნევს, რომ ეს ამ ეტაპზე არააქტუალურია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად