ჯონ ბასი, ამერიკის ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯო ბაიდენმა სახელმწიფო მდივნის მოადგილის პოსტზე წარადგინა

თეთრი სახლის ინფორმაციით, საქართველოში აშშ-ის ყოფილი ელჩი ჯონ ბასი სახელმწიფო მდივნის მოადგილის (მენეჯმენტის საკითხებში) თანამდებობაზე წარადგინა პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა.

ჯონ ბასი 2009-2012 წლებში საქართველოში აშშ-ის ელჩის თანამდებობას იკავებდა. გარდა ამისა, ის იყო ელჩი ავღანეთსა და თურქეთში. ის მსახურობდა უცხოეთში აშშ-ის შვიდ მისიაში და მუშაობდა მაღალ პოზიციებზე სახელმწიფო დეპარტამენტში.

კომენტარები
იტვირთება...