“ჯოჯოხეთამდეც გზა გქონია, “შარლ ებდო!” – “MECA”-ს გზავნილი “კარფურის” საიტზე

ჰიპერმარკერტ „კარფურის“ საიტზე ჰაკერული თავდასხმა განხორციელდა. ამ წუთებისთვის ვებგვერდი გათიშულია. ჰაკერული თავდასხმის ტექსტი ასეთი იყო:

„ჩვენ ვართ მუსლიმები!

ყურანი არის ჩვენი წიგნი!

ჩვენ გვჯერა ღმერთის!

ჩვენ ვმუშაობთ ღმერთისთვის!

ჯოჯოხეთამდეც გზა გქონია შარლი ებდო!

ისლამი არის და ყოველთვის იქნება დომინანტი !!!

ისლამი არის სიმართლე !!!

ამიტომაც არის ისლამი ყველაზე სწრაფად მზარდი რელიგია !!! ასეთია ის გზავნილები, რომელიც "კარფურის"  საიტზე დაიდო.

როგორც "აიპრესს" "კარფურის" მარკეტინგის სამსახურის წარმოამდგენელმა სოფო აზარაშვილმა განუცხადა, საიტზე ნამდვილად განხორციელდა ჰაკერული თავდასხმა. მისივე თქმით, ამ დროისთვის რაიმე კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ და კომენტარს მოგვიანებით გააკეთებენ.

„აიპრესმა“ ინფორმაციის გასარკვევად შსს-ში დარეკა, სადაც განუცხადეს, რომ საქმე აღძრულია 284 -ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

კომენტარები
იტვირთება...