Johnson & Johnson-ი კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ეტაპზე გადავიდა

Johnson & Johnson-მა დაიწყო კორონავირუსის ვაქცინის კლინიკური გამოკვლევების მესამე ეტაპი.

”Johnson & Johnson-მა დღეს განაცხადა COVID-19 კანდიდატი ვაქცინის მნიშვნელოვანი, საერთაშორისო კვლევის მესამე ფაზის დაწყების შესახწბ”, – ნათქვამია კომპანიის მიერ გავრცელებულ პრესრელიზში.

აღინიშნა, რომ კვლევაში მონაწილეობას მიიღებს 60 ათასი მოხალისე სამი კონტინენტის რვა ქვეყანაში. კომპანია იმედოვნებს, რომ თუ ვაქცინა დაადასტურებს მის ეფექტურობასა და უსაფრთხოებას, მაშინ პირველი ჯგუფები ხელმისაწვდომი იქნება 2021 წლის დასაწყისში.

აშშ-ს მთავრობამ 1,2 მილიარდი აშშ დოლარი გამოუყო ბრიტანულ-შვედურ ფარმაცევტულ კომპანია AstraZeneca-ს, რომელიც ოქსფორდის უნივერსიტეტის (დიდი ბრიტანეთი) მეცნიერებთან თანამშრომლობით ამზადებს ვაქცინას. გარდა ამისა, ვაშინგტონის ადმინისტრაციამ ამ მიზნებისათვის 486 მილიონი აშშ დოლარი გამოყო ამერიკულ ბიოტექნოლოგიურ კომპანია Moderna-სთვის და 456 მილიონი აშშ დოლარი Johnson & Johnson-ისთვის.

11 აგვისტოს რუსეთმა მსოფლიოში პირველმა დაარეგისტრირა კორონავირუსის ვაქცინა სახელწოდებით “Sputnik V”. პრეპარატი შეიქმნა ეპიდემიოლოგიისა და მიკრობიოლოგიის ეროვნული სამეცნიერო ცენტრის მიერ და გაიარა კლინიკური კვლევები ივნის-ივლისში. იგი ემყარება უკვე კარგად ცნობილ პლატფორმას, რომელზეც შეიქმნა არაერთი ვაქცინა. როგორც რუსეთის ჯანდაცვის სამინისტროში აღინიშნა, ასეთი მედიკამენტების გამოყენების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მათ შეუძლიათ უზრუნველყონ გრძელვადიანი იმუნიტეტი – ორ წლამდე. კირილ დმიტრიევმა, რუსეთის პირდაპირი ინვესტიციის ფონდის ხელმძღვანელმა განაცხადა, რომ 20 ქვეყნიდან უკვე მიღებულია განაცხადები 1 მილიარდი დოზის ვაქცინის მიწოდებაზე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად