ჯოან როულინგმა 1,25 მილიონი აშშ დოლარი ქველმოქმედებაში ჩადო

ბრიტანელმა მწერალმა ჯოან როულინგმა 1,25 მილიონი აშშ დოლარი გადარიცხა ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა, უსახლკაროთა და დაზარალებულთა დასახმარებლად.

“დღეს ჰოგვარტსის ბრძოლის 22 წლისთავია, გულახდილი ვიქნები და ვიტყვი რომ უადგილო იქნება ახლა გამოგონილი პერსონაჟების სიკვდილის შესახებ საუბარი. ამ ეტაპზე ზედმეტად ბევრი ადამიანი კარგავს ახლობლებს. როდესაც რთული დრო დგება, ასეთ დროს ყველაზე ღარიბებს და დაუცველებს ყველაზე მეტად უჭირთ, ამიტომ, ჰოგვარტსის ბრძოლის დღეს მინდა 1,25 მილიონი აშშ დოლარი გადავრიცხო მათ დასახმარებლად,” – წერს როულინგი თავის ტვიტერზე.

მწერლის მიერ გადარიცხული თანზა თანაბრად განაწილდება ორ ბრიტანულ ორგანიზაციას შორის. ერთი მათგანი უსახლკაროებს ეხმარება, ხოლო მეორე – ოჯახური ზალადობის მსხვერპლებს, ვინაიდან ორივე ჯგუფი განსაკუთრებით რთულ ვითარებაში აღმოჩნდა ახალი კორონავირუსული პანდემიის და მსოფლიოს მრავალი ქვეყნის მთავრობის მიერ დაწესებული კარანტინის გამო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...