ჯო ბაიდენი: თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, სიმსივნის განკურნებას შევძლებთ

2020 წლის არჩევნებში აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი პირობას დებს, რომ სიმსივნის დამარცხებას შეძლებს, თუ სახელმწიფოს მეთაურად აირჩევენ. ამის შესახებ ინფორმაციას Fox News-ი ავრცელებს.

აღსანიშნავია, რომ მან აღნიშნულის შესახებ აიოვას შტატის ქალაქ ოტუმვაში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
ჯო ბიდენის ვაჟი ბო 2015 წელს ტვინის სიმსივნით გარდაიცვალა, ის 46 წლის იყო.

პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ავადმყოფობის გამო, ოჯახის წევრის დაკარგა ძალიან მძიმე ვითარებაა. მისი თქმით, ყველა ცდილობს საყვარელ ადამიანს მხარი დაუჭიროს და ამბობენ, რომ კარგად ესმით, რასაც ის გრძობს. თუმცა, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი დასძენს, მათ
აღნიშნულის შესახებ რეალურად არაფერი იციან.

“მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში ვმუშაობდი იმისთვის, რომ … გპირდებით, თუ პრეზიდენტად ამირჩევენ, თქვენ ყველაზე მნიშვნელოვან რამეს იხილავთ, რომლითაც ამერიკა შეიცვლება, ჩვენ კიბოთი განკურნებას მოვახერხებთ”, – განაცხადა ბაიდენმა.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა თავისი კონკურენტი, 2020 წლის არჩევნებში პრეზიდენტობის კანდიდატი ჯო ბაიდენი გააკრიტიკა და პოლიტიკოსს „სულელი“ უწოდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...