ჯო ბაიდენმა ვლადიმერ პუტინს სათვალე „ავიატორები“ აჩუქა

თეთრი სახლის წარმომადგენლის თქმით, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს შეკვეთით დამზადებული მზის სათვალე აჩუქა. ინფორმაციას ამის შესახებ СNN ავრცელებს.

“პრეზიდენტმა ბაიდენმა პრეზიდენტ პუტინს შეკვეთით დამზადებული სათვალე “ავიატორები” აჩუქა, რომელიც Randolph USA-მ დაამზადა”, – აღნიშნავს თეთრი სახლის წარმომადგენელი.

აშშ-ის პრეზიდენტმა პუტინს ასევე ამერიკული ბიზონის ბროლის სკულპტურა უსახსოვრა, რომელიც Steuben Glass-მა დაამზადა.

”ჩვენს ქვეყანაში ერთ-ერთი ყველაზე ბრწყინვალე ძუძუმწოვრის დიდებული ინტერპრეტაცია, რომელიც ძალას, ერთიანობასა და მდგრადობას განასახიერებს. 2016 წელს ის აშშ-ის ნაციონალურ ძუძუმწოვრად ოფიციალურად დასახელდა, როდესაც ობამა-ბაიდენის ადმინისტრაციამ ხელი მოაწერა ბიზონების ეროვნული მემკვიდრეობის კანონს”, – განაცხადა თეთრი სახლის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ამერიკელ კოლეგას, ჯო ბაიდენს საწერი ნაკრები “მოსკოვი” აჩუქა, რომელიც მხატვრობისა და რეწვის რუსული ტრადიციული მეთოდით, “ხოხლომით” არის მოხატული.

ამის შესახებ რუსეთის ლიდერის პრესმდივანმა, დმიტრი პესკოვმა განაცხდა.

კომენტარები
იტვირთება...