აშშ-ს არჩეულმა პეზიდენტს ჯოზეფ ბაიდენს შაბათს ტერფი დაუზიანდა და ექიმის მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება. ამის შესახებ კვირას CNN-მა განაცხადა.
ჯო ბაიდენმა დაზიანება თავის ძაღლთან, მეიჯორთან თამაშის დროს მიიღო. მას თამაშისას ფეხი დაუცდა. ამის შესახებ ბაიდენის ექიმმა კევინ ო კონორმა განაცხადა. აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტს კომპიუტერული გამოკვლევის შედეგად ტერფის ძვლის მცირე მოტეხილობა დაუდასტურდა, რის გამოც ბაიდენს რამდენიმე კვირის განმავლობაში სპეციალური ფეხსაცმლის ტარება მოუწევს.