ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპის საგარეო პოლიტიკური კურსი გააკრიტიკა

აშშ-ს ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი, რომელიც დემოკრატიული პარტიიდან, 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში იყრის კენჭს, მიიჩნევს, რომ აშშ-ს ამჟამინდელ ლიდერს დონალდ ტრამპს სწორი საგარეო პოლიტიკური კურსი არ გააჩნია.

”არა მგონია, რომ მას (ტრამპს) რაიმე საგარეო პოლიტიკა ჰქონდეს. (შუა აღმოსავლეთის) რეგიონში რუსული პოლიტიკა ძლიერდება, ასადის პოზიცია მყარდება, ირანი გზას უხნის სირიას, ისევე როგორც ლიბანს. ყველაფერი თავდაყირა დგება და ზოგადად, ახლა ჩვენ მარტოები ვართ”,- განაცხადა ბაიდენმა  გამოცემა Wall Street Journal-ის ჟურნალისტის შეკითხვაზე საპასუხოდ, რომელმაც მას სირიიდან ამერიკის ჯარის გაყვანის შესახებ ჰკითხა.

ადრე, დონალდ ტრამპმა სირიის ტერიტორიისგან ამერიკული ჯარის გამოყვანის ბრძანება გასცა, თუმცა სირიის ტერიტორიაზე კვლავ რჩება აშშ-ს მცირე კონტინგენტი.

როგორც ვაშინგტონში განაცხადეს, მათი მიზანი ნავთოების საბადოების ტერორისტული დაჯგუფება “ისლამური სახელმწიფოს” მებრძოლებისგან დაცვაა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად