ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპი რასიზმში დაადანაშაულა

დონალდ ტრამპის განაცხადებით, რასობრივი საკითხებთან დაკავშირებით შესახებ ტრენინგები შეაჩერა, რადგან აღნიშნულ ტრენინგებზე ადამიანებს არწმუნებდნენ, რომ ამერიკა საშინელი, რასისტული ქვეყანაა.

აღნიშნული განცხადება რესპუბლიკელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა ოპონენტ ჯო ბაინდენთან პირველი სატელევიზიო დებატების დროს გააკეთა.

“ეს ტრენინგები რასისტულია. ჩვენს არმიაში, სკოლებსა და საზოგადოებაში რადიკალური რევოლუცია იწყებოდა და ეს თქვენ იცით. ჩვენ ადამიანებს ათასობით დოლარს ვუხდიდით, რომ მათ ხალხისთვის ძალიან ცუდი იდეები ესწავლებინათ. ისინი მათ აშშ-ს სიძულვილს ასწავლიდნენ”, – განაცხადა ტრამპმა.

“ამას არავინ აკეთებს, უბრალოდ ის რასისტია. ქვეყანაში არსებობს ეს პრობლემები. ხალხმა უნდა იცოდეს, თუ რა არის შეურაცხმყოფელი სხვისთვის. ეს მათთვისაა, ვინც სხვებს ზემოდან უყურებს, მაგალითად, დონალდ ტრამპი მე ირლანდიელ კათოლიკეს სკრენტონიდან, ადამიანებსაც, ვისაც მასზე ნაკლები ფული აქვს, სხვა აღმსარებლობისაა ან განსხვავებული ფერის კანი აქვს, ზემოდან უყურებს”, – განაცხადა ბაიდენმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად