აშშ-ს ახალმა პრეზიდენტმა ჯოზეფ ბაიდენმა სახელმწიფოს მეთაურად ყოფნის პირველ დღეს 15 განკარგულებას მოაწერა ხელი.
მათ შორის:
შეერთებული შტატების WHO-ში დაბრუნება;
შეერთებული შტატების დაბრუნება პარიზის კლიმატის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებში;
საჯარო დაწესებულებებში ნიღბების სავალდებულო ტარების შესახებ;
სიღარიბის მდგომარეობის გაუმჯობესების ღონისძიებებების შესახებ;
საგანგებო მდგომარეობის მოხსნის შესახებ მექსიკის საზღვარზე შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით;
კანადასთან საზღვარზე Keystone XL მილსადენის მშენებლობის დასრულება;
ზოგიერთი მუსლიმანური ქვეყნის მოქალაქეების შეერთებულ შტატების ტერიტორიაზე შესვლის აკრძალვის გაუქმების შესახებ.
ბაიდენმა ასევე ხელი მოაწერა პროკლამაციას, რომლითაც მისი ინაუგურაციის დღე, 20 იანვარი, ეროვნული ერთიანობის დღედ გამოცხადდა.