ჯო ბაიდენის ინაგურიაციამდე რამდენიმე საათით ადრე ტოკიოში დონალდ ტრამპის მომხრეთა მიტინგი გაიმართა

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი” ავრცელებს

დღეს, ტოკიოს ცენტრში გამართულ მარშში დაახლოებით 120 კაცმა მიიღო მონაწილეობა. მარშის მონაწილეები აშშ-ის და იაპონიის დროშებს აფრიალებდნენ და მიჰქონდათ ტრანსპარანტები მტკიცებით, რომ 3 ნოემბრის არჩევნების „ჭეშმარიტი გამარჯვებული” არის დონალდ ტრამპი.

„ჩვენ გვინდოდა გვეჩვენებინა, რომ იაპონიაში ბევრი ხალხი უჭერს მხარს ტრამპს. ჩვენ ყველა ერთად ვმღეროდით, რათა ჩვენ ხმას გადაეფრინა წყნარი ოკეანე და მიეღწია აშშ-მდე”, – აცხადებს „როიტერთან” მარშის ორგანიზატორი ნაოტა კობიაში.

ტრამპის იაპონელ ფანატთა ნაწილი იაპონიის რეგიონულ კონკურენტ ჩინეთისადმი მისი მკაცრი პოლიტიკითაა მოხიბლული, ნაწილი, კობიაშის მსგავსად, კონსერვატორული ქრისტიანული სექტების წევრები არიან, ნაწილი კი არის მიმდევარი QAnon-ის – შეთქმულების თეორიის, რომლიც თანახმადაც რომლის თანახმადაც, გავლენიანი პედოფილების ჯგუფი იტაცებს ბავშვებს და მათი სისხლიგან ამზადებს მუდმივი ახალგაზრდობის ელქსირს.

შეთქმულების თეორიის მომხრეთა აზრით, გავლენიანი პედოფილების საეთაშორისო ჯგუფში შედიან აშშ-ის პრეზიდენტობის ყოფილი კანდიდატი ჰილარი კლინტონი, მილიარდერი ჯორჯ სოროსი, დემოკრატიული პარტიის სათავებში მყოფი პირები, ჰოლივუდის ელიტის წარმომადგენლები და სხვები, ხოლო ტრამპი არის მათი შეურიგებელი მტერი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად