ჯო ბაიდენი ტრამპზე: ეს არის კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ვირუსი აღდგომისთვის გაქრებოდა

აშშ-ის დემოკრატი საპრეზიდენტო კანდიდატის, ჯო ბაიდენის შეფასებით, მისი რესპუბლიკელი ოპონენტი, პრეზიდენტი დონალდ ტრამპი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებულ კრიზისს სათანადოდ ვერ გაუმკლავდა.

როგორც ბაიდენმა დონალდ ტრამპთან პირველ საპრეზიდენტო დებატებისას აღნიშნა, „ვირუსს 200 000 ამერიკელის სიცოცხლე ემსხვერპლა, პრეზიდენტი კი, პანიკაში ჩავარდა და ვერ შეძლო საკუთარი მოქალაქეების დაცვა, რადგან ის ეკონომიკაზე უფრო მეტად ღელავდა“.

“ის ჯერ კიდევ არ აღიარებს, რომ იცოდა რაც ხდებოდა, იცოდა რამდენად საშიში იყო ჯერ კიდევ თებერვალში და არ გითხრათ. მრავალი ადამიანი დაიღუპა და კიდევ მრავალი დაიღუპება, ვიდრე ის დაჭკვიანდება. ეს არის კაცი, რომელიც ამბობდა, რომ ვირუსი აღდგომისთვის გაქრებოდა. იქნებ, მათეთრებლის ინექცია გაგეკეთებინა ვენაში და ამას მოეგვარებინა”, – განაცხადა ბაიდენმა დონალდ ტრამპის მისამართით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად