ჯო ბაიდენი: თუკი ტრამპს ხელახლა აირჩევენ, NATO აღარ იარსებებს

ამის შესახებ “დემოკრატების” პრეზიდენტობის კანდიდატმა ოჰაიოში გამართული პოლიტიკური დებატების დროს განაცხადა.

აშშ-ის ყოფილი ვიცეპრეზიდენტის განცხადებით, ტერორისტული ორგანიზაცია „ისლამური სახელმწიფო“ შეერთებულ შტატებზე იერიშს მიიტანს, რაც იქნება დონალდ ტრამპის გადაწყვეტილების შედეგი, რომელიც ჩრდილოეთ სირიიდან ამერიკელი სამხედროების მასობრივ გაყვანას გულისხმობს.

„ჩვენ წინაშე არის „ისლამური სახელმწიფო“, რომელიც მოვა აქ. ისინი ზიანს მიაყენებენ ამერიკის შეერთებულ შტატებს. აი, ეს არის მიზეზი, რატომაც ჩავერიეთ ჩვენ დასაწყისში“, – განაცხადა ჯო ბაიდენმა.

შემდეგ ჯო ბაიდენმა აგრეთვე აღნიშნა, რომ თუკი დონალდ ტრამპს კვლავ აირჩევენ პრეზიდენტად 2020 წლის ნოემბერში, მაშინ „NATO აღარ იარსებებს“.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად